„დიდი სლემის“ ტურნირების 21-გზის ჩემპიონმა რაფაელ ნადალმა ახალგაზრდების განათლებისთვის ახალი სასწავლო დაწესებულება გახსნა.
35 წლის ჩოგბურთელმა დაიწყო საგანმანათლებლო პროექტი, რომლის სახელწოდებაა – UAX Rafa Nadal Sports University.
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ეს პროექტი წამოიწყო ალფონსო ელ საბიოს უნივერსიტეტთან ერთად და დაეხმარება მათ, ვისაც სურს წარმატებული იყოს სპორტულ კარიერაში.