ნადალმა საკუთარი სპორტული უნივერსიტეტი გახსნა #1TVSPORT
ნადალმა საკუთარი სპორტული უნივერსიტეტი გახსნა #1TVSPORT

„დიდი სლემის“ ტურნირების 21-გზის ჩემპიონმა რაფაელ ნადალმა ახალგაზრდების განათლებისთვის ახალი სასწავლო დაწესებულება გახსნა.

35 წლის ჩოგბურთელმა დაიწყო საგანმანათლებლო პროექტი, რომლის სახელწოდებაა – UAX Rafa Nadal Sports University.

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ეს პროექტი წამოიწყო ალფონსო ელ საბიოს უნივერსიტეტთან ერთად და დაეხმარება მათ, ვისაც სურს წარმატებული იყოს სპორტულ კარიერაში.