ნადალი უიმბლდონის ტურნირს ნახევარფინალიდან ჩაეხსნა, კირგიოსი ფინალში ითამაშებს #1TVSPORT
ნადალი უიმბლდონის ტურნირს ნახევარფინალიდან ჩაეხსნა, კირგიოსი ფინალში ითამაშებს #1TVSPORT

დიდი სლემის ტურნირების 22-გზის გამარჯვებული, ესპანელი რაფაელ ნადალი მუცლის კუნთის პრობლემის გამო უიმბლდონის ღია პირველობას ნახევარფინალიდან ჩაეხსნა. ესპანელმა უიმბლდონის მეოთხედფინალში ამერიკელ ტეილორ ფრიტცს 3:6, 7:5, 3:6, 7:5, 7:6 (10:4) სძლია.

ნადალს ნახევარფინალში გასასვლელ დაპირისპირებაშიც აწუხებდა მუცლის კუნთი, მაგრამ რაფამ თამაში არ შეწყვიტა. ნახევარფინალში ესპანელის მეტოქე ნიკ კირგიოსი უბრძოლველად გავიდა უიმბლდონის ფინალში.

დღეს ტურნირზე გაიმართება მეორე ნახევარფინალი, სადაც ერთმანეთს სერბი ნოვალ ჯოკოვიჩი და მასპინძელი, ბრიტანელი კამერონ ნორი შეხვდებიან.