ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი მონრეალის „მასტერსის“ მეოთხედფინალურ მატჩში საკუთარი ასპარეზობით კმაყოფილი დარჩა. მან სამ სეტში იტალიელი ფაბიო ფონინი დაამარცხა.
„ძნელია მატჩში გარდამტეხი მომენტის დასახელება. ყველაფერი ძალიან ჩქარა მოხდა. ეს იყო შეხვედრა შეცდომებით და შემდეგ გამოსწორებული კარგი თამაშით, მაგრამ საბოლოოდ, ჩემთვის ყველაფერი პოზიტიურად დასრულდა, რადგან თამაშის მიმდინარეობისას ხარისხი გავაუმჯობესე. ვგრძნობდი, რომ უკეთესად ვთამაშობდი. ნახევარფინალურ დაპირისპირებას მოუთმენლად ველი,“ – ციტირებს „ეი ეფ ფი“ (AFP) ნადალს.
ესპანელის მოწინაააღმდეგე კი გაელ მონფილსისა და რობერტო ბაუტისტა აგუტის შორის გამარჯვებული იქნება.