ნადალი პესიმისტურად არის განწყობილი და მიაჩნია, რომ ტურნირები მალე არ განახლდება
ლეგენდარული ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი პესიმისტურად არის განწყობილი და ფიქრობს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, საჩოგბურთო ტურნირების განახლებას დიდი დრო დასჭირდება, – იუწყება eurosport.
„სეზონის განახლებას პესიმისტურად ვუყურებ, – აცხადებს რაფაელ ნადალი. – როცა ჩოგბურთს თამაშობ, ბევრი მოგზაურობა გიწევს, ჩერდები სასტუმროებში, ქვეყნიდან ქვეყანაში გადადიხარ.
მაყურებლების გარეშე თამაშის დროსაც, ტურნირის ჩატარება ბევრი ადამიანის ჩართულობას მოითხოვს, ამ ფაქტს იგნორირებას ვერ გავუკეთებთ. საერთაშორისო დონეზე ეს სერიოზული პრობლემაა. იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს თვეები დასჭირდება და არა – წლები, ეს, რა თქმა უნდა, ეკონომიკის საკითხიც არის. ბევრი ადამიანი დაკარგავს სამსახურს, ბევრიც დაიღუპება“, – მიაჩნია ესპანელ ჩოგბურთელს.