ნადალი მონრეალის „მასტერსზე“ ნახევარფინალში გავიდა
ნადალი მონრეალის „მასტერსზე“ ნახევარფინალში გავიდა

მონრეალის „მასტერსზე“ სამი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა. აგრძელებს ტიტულის დაცვას მოქმედი ჩემპიონი რაფაელ ნადალი. ესპანელმა მოულოდნელად წააგო პირველი სეტი იტალიელ ფაბიო ფონინისან, მაგრამ მომდევნო ორ პარტიაში გაანადგურა მეტოქე – 2:6, 6:1, 6:2.

ნადალმა ექვსიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ფონინიმ – ხუთიდან – ორი. შეუდარებელი იყო ესპანელი პირველ მოწოდებაზე, რომელშიც მხოლოდ ხუთი ქულა დათმო.

ჯერჯერობით, არ გარკვეულა ნადალის მეტოქე ნახევარფინალში, რადგან გაელ მონფილსისა და რობერტო ბაუტისტა აგუტის მატჩი წვიმის გამო გადაიდო.

მეოთხედფინალი

ნადალი (ესპ, 1)-ფონინი (იტა, 7) 2:6, 6:1, 6:2

მონფილსი (საფ, 16)-ბაუტისტა აგუტი (ესპ, 10) გადაიდო

ხაჩანოვი (რუს, 6)-ა. ზვერევი (გერ, 3) 6:3, 6:3

მედვედევი (რუს, 8)-ტიმი (ავსტრია, 2) 6:3, 6:1