ნადალი - ენდი მარეი სწორ გადაწყვეტილებას იღებს
ნადალი - ენდი მარეი სწორ გადაწყვეტილებას იღებს

რაფაელ ნადალი ამბობს, რომ ენდი მარეის განცხადება კარიერის შესაძლო დასრულების შესახებ სავსებით გასაგებია, რადგან შოტლანდიელ ჩოგბურთელს ტკივილები ტანჯავს. 31 წლის ბრიტანელის თქმით, ის პროფესიულ ჩოგბურთს თავს წელს დაანებებს და ავსტრალიის ღია პირველობა შესაძლოა მისი ბოლო ტურნირი გამოდგეს.

„როდესაც კორტზე ტკივილით გადიხარ და ეს ტკივილი მიზნის მიღწევაში ხელს გიშლის, ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღების დრო მოვიდა“, – ამბობს ნადალი, – „მარეის სახით ჩოგბურთი დიდ მოთამაშეს კარგავს“.

თავად 32 წლის ნადალისთვის ტრავმები უცხო სულაც არ არის. განსაკუთრებით ესპანელს მაჯებისა და მუხლების პრობლემები ჰქონდა და, როგორც 17-გზის დიდი სლემის გამარჯვებული აცხადებს, თავადაც ჰქონია მომენტები, როდესაც სპორტიდან წასვლას აპირებდა.

„იმედს არასდროს ვკარგავდი“, – ამბობს მსოფლიოს მეორე ნომერი, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობის პირველ მატჩში ჯეიმს დაკვორთს ხვდება, – „მაგრამ, არსებობს მომენტები, როდესაც გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანს. ეს რთულია. ენდი დიდი ხანია იბრძვის, რომ დაბრუნდეს, მაგრამ თუ იმედი არ აქვს, რომ ტრავმა ბოლომდე მოურჩება, მაშინ სწორ გადაწყვეტლებას იღებს. მისი გონებრივი ჯანრთელობისთის ასე აჯობებს“.

მარეი და ნადალი ერთმანეთს 24-ჯერ შეხვედრიან და აქედან 17 მატჩი ნადალმა მოიგო.