ნადალი დაბრუნდა და ბოლო ორ წელიწადში პირველი მატჩი მოიგო გრუნტზე [ვიდეო] #1TVSPORT
ნადალი დაბრუნდა და ბოლო ორ წელიწადში პირველი მატჩი მოიგო გრუნტზე [ვიდეო] #1TVSPORT

ლეგენდარული ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი 103-დღიანი პაუზის შემდეგ კორტზე დაბრუნდა და ბოლო ორ წელიწადში გრუნტზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

„დიდი სლემის“ ტურნირების 22-გზის ჩემპიონი ბარსელონას ტურნირში ჩაება და პირველი წრის მატჩი თავისი სახელობის კორტზე – Pista Rafa Nadal-ზე ჩაატარა. ესპანელის მეტოქე იყო მასზე 17 წლის უმცროსი იტალიელი ფლავიო კობოლი, რომელსაც სეზონის დაწყებიდან 28 მატჩი ჰქონდა ჩატარებული.

ნადალს უთამაშებლობა დიდად არ დატყობია – თავის პირველ მოწოდებაზე მხოლოდ შვიდი ბურთი წააგო, 10 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, ოთხი ბრეიკი შეასრულა და საათსა და 26 წუთში 6:2, 6:3 მოიგო. იტალიელი ძალიან დაეხმარა რაფას 41 უნებლიე შეცდომით.

ცნობილია ნადალის მეტოქე მეორე წრეში – მსოფლიოს მე-11 ჩოგანი, ავსტრალიელი ალექს დე მინორი.