„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ ცესკო-ში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის განაცხადი შეიტანეს
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ ცესკო-ში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის განაცხადი შეიტანეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ხვედელიანმა და „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი ნონიაშვილმა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის განაცხადი შეიტანეს.

„ოფიციალურად, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა ცესკო-ს არჩევნებში რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას ამ ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებში, რომელიც არის რეფერენდუმი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ცხოვრება, უნდა გაგრძელდეს ეს ძალადობა, კორუფცია, სიღარიბე, უსამართლობა თუ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევცვალოთ „ქართული ოცნება“, უზურპატორი ხელისუფლება და დავადგეთ განვითარების გზას. ჩვენ ვერთვებით ძალიან სერიოზულ ბრძოლაში და დარწმუნებული ვართ, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ“, – განაცხადა გიორგი ხვედელიანმა.

გიორგი ნონიაშვილის განცხადებით, ეს არჩევნები არის ბრძოლა თავისუფლებისთვის.

„ევროპულმა საქართველომ“ წარადგინა განცხადება ამ არჩევნებზე რეგისტრაციისთვის. ეს არჩევნები არ არის მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ეს არჩევნები არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, იმისთვის, რომ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვიყოთ და არ გავუშვათ ეს ისტორიული შანსი ხელიდან. „ევროპული საქართველოს“ მთავარი გამოწვევა არის ამ ხელისუფლების დამარცხება“, – განაცხადა ნონიაშვილმა.

დატოვე კომენტარი