„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცესკო-ში მერობის კანდიდატი და თბილისის საკრებულოს პარტიული სია წარადგინა
პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თბილისის მერობის კანდიდატი და თბილისის საკრებულოს პარტიული სია წარადგინა.
პარტიის წევრის, ნიკა ობოლაძის განცხადებით, სიაში მყოფმა ადამიანებმა კარგად იციან ის პრობლემები, რაც ხალხს აწუხებს.
„ეს სია შედგება წევრებისგან, რომლებიც ახლა შემოვიდნენ პოლიტიკაში და ვინც გამოცდილია პოლიტიკურად, მაგრამ საზოგადოებისთვის არ არიან ცნობილი, თუმცა წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ. ამ სიაში არიან ადამიანები, ვისაც ძალიან კარგად ესმით ხალხის გასაჭირი. ეს არის გამარჯვების სია“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.
დედაქალაში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატია ნიკა მელია, საარჩევნო სიის შემადგენლობაში კი არიან: სოფო ჯაფარიძე; თორნიკე ბიკაშვილი; ანა გოგოლაძე; ირაკლი ეძგვერაძე; ირაკლი ნადირაძე; ლილე ლიპარტელიანი; მამუკა გუგეშაშვილი; მიხეილ კაკაურიძე; ნინო კვიტაიშვილი; შოთა გრიგოლია.