ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეთა 20% კარანტინში იმყოფება
„იუტა ჯაზის“ ფრანგ კალათბურთელს, რუდი გობერს დღეს, დილით „ოკლაჰომასთან“ გასამართ მატჩამდე კორონავირუსის ინფექცია დაუდგინდა. ამან კი ყველაფერი ლიგაში თავდაყირა დააყენა. რა თქმა უნდა, „ჯაზისა” და „სანდერის” შეხვედრა აღარ ჩატარდა და მალევე ნბა-ს ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება რეგულარული სეზონის გაურკვეველი ვადით შეჩერებასთან დაკავშირებით.
რუდი გობერს, ისევე როგორც მასთან შენახვედრ ყველა პირს 14 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. გასული 10 დღის განმავლობაში გობერს შეხება „ბოსტონის”, დეტროიტის”, „ტორონტოს”, „კლივლენდისა” და „ნიუ ორლეანის” წევრებთან ჰქონდა. სულ ჯამში „იუტას” ჩათვლით ლიგის 20% კარანტინის რეჟიმში იმყოფება.