ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეების რეაქციები პორზინგისის გაცვლასთან დაკავშირებით
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეების რეაქციები პორზინგისის გაცვლასთან დაკავშირებით

როგორც დღეს ცნობილი გახდა, „ნიუ იორკის“ აწ უკვე ყოფილი ლიდერი კრისტაპს პორზინგისი „დალასში“ გადაბარგდა.

უეცარ და შეიძლება ითქვას რომ მოულოდნელ გაცვლას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოთამაშე კალათბურთელების მხრიდან თავისებური რეაქციები მოჰყვა.

ჯოელ ემბიდმა უბრალოდ სიცილის აღმნიშვნელი – „ლოლ“ (lol) დაწერა.

ენეს კანტერმა გაოცება გამოხატა.

„ალბათ კარგი დროა ნოტიფიკაციები გავთიშო“, – წერს სიჯეი მაქოლუმი.

„ფაიერვორკები“ გველის“, – წერს ბრედლი ბილი.