ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მოთამაშეთა რეაქციები „სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სერიაზე
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მოთამაშეთა რეაქციები „სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სერიაზე

როგორც ჩანს „სამეფო კარის თამაშებს“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეებიც აქტიურად ადევნებენ თვალს. მერვე სეზონის მესამე სერიის დასრულების შემდეგ, საკუთარი აზრი და ემოციები სოციალურ გვერდზე NBA-ს კალათბურთელებმაც გამოაქვეყნეს.

„პორტლენდის“ კალათბურთელმა სიჯეი მაქქოლუმმა ერთ-ერთი პერსონაჟი – არია, ჩვენი თაობის ჯორდანად შეაფასა.


მას არც ბლეიკ გრიფინი ჩამორჩა. არიას ქმედებებმა მასაც ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი გაახსენა.

როგორც ჩანს, კალათბურთელების საყვარელი პერსონაჟი სწორედ არიაა, რადგან მისი სახალისო ფოტო გამოაქვეყნა მაიკლ კარტერ-ვილიმაც.


ვიქტორ ოლადიპომ დაწერა, რომ არ იცის, თუ რა მოხდება სერიალის დარჩენილ ნაწილში, თუმცა ის უკვე არიას გულშემატკივარია და მიაჩნია, რომ გვირგვინი ნაბოლარა სტარკს ეკუთვნის.


სხვებს ეთანხმება ჰიპო კამინსკიც, თუმცა მან საკუთარი აზრი უფრო ლაკონურად გამოხატა – „არია!“


იუსუფ ნურკიჩს მიაჩნია, რომ არიამ თამაშის წესები დაარღვია.


პოლ პირსმა ბევრი ვერაფერი თქვა და უბრალოდ აღფრთოვანება გამოხატა – „ღმერთო ჩემო, სამეფო კარის თამაშები!“


დაახლოებით იგივე გააკეთა კევინ ლავმაც.


ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეთა რეაქციებს ჩენინგ ფრაის ფრაზით დავასრულებთ, რომელსაც ალბათ ყველა ეთანხმება – „ჩემი გონება უბრალოდ აფეთქდა!“