„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ მალხაზ ჯალაღონიას კორონავირუსი დაუდასტურდა

16:10, 06.11.2020

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, მალხაზ ჯალაღონიას და მის მეუღლეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდათ. ინფორმაციას ადასტურებს ენმ-ს შტაბის ხელმძღვანელი ანი წითლიძე.

მისი თქმით, არჩევნების მეორე დღიდან მალხაზ ჯალაღონია იყო თვითიზოლაციაში, რადგან მის მეუღლეს ჰქონდა კორონავირუსზე დადებითი პასუხი.

წითლიძის განცხადებით, მალხაზ ჯალაღონია არჩევნების შემდეგ შტაბში არ ყოფილა.

მსგავსი