„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ფრაქციის სხდომაზე მაკო გომურისა და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრების დაშვებას ითხოვენ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ფრაქციის სხდომაზე, სადაც გიორგი გახარიასა და მთავრობის შემადგენლობას უსმენენ, 20 ივნისს დაშავებული მაკო გომურისა და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრების დასწრებას ითხოვენ.
საკითხი ამის შესახებ ფრაქციის სხდომაზე სალომე სამადაშვილმა და თინა ბოკუჩავამ დააყენეს. მათი თქმით, ეს ადამიანები პარლამენტის შენობასთან იმყოფებიან და მათ არ უშვებენ
მათი თქმით, ამ ადამიანებს გიორგი გახარიასთვის კითხვების დასმის საშუალება უნდა მიეცეთ.
ამის შემდეგ ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ 5-წუთიანი შესვენევა გამოცხადა, რათა, როგორც თავად აღნიშნა, ეს საკითხი მოგვარდეს.