„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები იუსტიციის სამინისტროსთან აქციას მართავენ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან იუსტიციის სამინისტროსკენ გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა იუსტიციის მინისტრთან შეხვედრაა.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ამბობენ, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან მათ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კითხვები აქვთ.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. როგორც საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა, დეპუტატების მხრიდან შეხვედრის მოთხოვნა მიაწოდეს სამინისტროს და ახლა უწყებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ აქციები სხვადასხა წერტილში გაიმართება.