„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ მას და მის მეგობრებს დიდუბის საარჩევნო კომისიაში მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც ბიულეტენების დაულუქავი პარკის გადაღება სცადეს
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ მას და მის მეგობრებს დიდუბის საარჩევნო კომისიაში მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც ბიულეტენების დაულუქავი პარკის გადაღება სცადეს

დიდუბის საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და ერთ-ერთი საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს შორის დაპირისპირება მოხდა.

როგორც ოპოზიციური პარტიის დამკვირვებელი ყვება, კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დიდუბის მეცხრე უბნის თავმჯდომარემ შედეგები დაულუქავი პარკით მოიტანა საოლქო საარჩევნო კომისიაში, რისი დაფიქსირებაც ლაშა დიაროვმა და მისმა მეგობრებმა კამერით სცადეს. დიაროვი ყვება, რომ მას და მის მეგობრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რამდენიმე მამაკაცმა ის კიბეზე იძულების წესით ჩამოიყვანა, მის მეგობარს კი დაარტყეს.

„ვნახეთ, რომ არ იყო ბიულეტენების პარკი დალუქული, გახსნილი იყო თუ გახეული, ყოველ შემთხვევაში დალუქული ნამდვილად არ იყო. ამის დაფიქსირება დავიწყეთ ფირზე, რის შემდეგადაც უცებ საიდანღაც გამოჩნდნენ ბრგე პიროვნებები. ორმა მამაკაცმა კიბეზე ჩამომათრია, ერთ-ერთმა ჩემს მეგობარს მუშტი დაარტყა“, – განაცხადა ლაშა დიაროვმა.