„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე პედაგოგებს შეხვდა
„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე პედაგოგებს შეხვდა

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე პედაგოგებს შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრეს.

ხატია დეკანოიძის თქმით, ყველა პროფესიის ადამიანი, განსაკუთრებით პედაგოგები ხელისუფლებამ მიატოვა, განათლების სისტემა მთლიანად ჩამოშლილია.

„ერთადერთი გზა ამ ჭაობიდან ამოსვლის 2 ოქტომბრის რეფერენდუმში ქართველი ხალხის გამარჯვებაა და ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.