„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პარტიის რეგიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებთან შეხვედრა მიმდინარეობს
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პარტიის რეგიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებთან შეხვედრა მიმდინარეობს

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პარტიის რეგიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები პარტიის ლიდერებს ხვდებიან.

პარტიის წევრების თქმით, შეხვედრის მთავარი თემა 15 მაისს დაგეგმილი აქციაა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა, 15 მაისის აქციამდე პარტიის ლიდერები რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს გეგმავენ, დღეს კი კონკრეტული თარიღები განისაზღვრება, რათა დაგეგმილი აქცია მასშტაბური იყოს.