„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებულები რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო აქციას მართავენ
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებულები, მათი ოჯახის წევრები და ყოფილი პოლიტპატიმრები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქციას – „ჯალათი ციხეში“ მართავენ.
მონაწილეების განცხადებით, აქციის მიზანია, საზოგადოებისთვის ყოფილი ხელისუფლების რეჟიმი შეახსენონ.
აქციაზე აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის და ის დამნაშავეა.
აქციას შეგიძლიათ, თვალი მიადევნოთ პირდაპირ ეთერში.