ბოლნისში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს

15:04, 18.08.2021

ბოლნისის მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.

აქტივისტებმა დღეს ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, კერძოდ, საარჩევნო პროცესში 20 სოფლის 30-მდე კოორდინატორი აღარ ჩაერთვება.

ისინი აცხადებენ, რომ პარტიაში პატივს არ სცემენ. მათი თქმით, საარჩევნო სიაში არც ერთი ის ადამიანი არ მოხვდა, რომლებიც პარტიის ერთგულები არიან და წინა არჩევნებზე აქტიურად იყვნენ ჩართული პროცესებში.

მათივე მტკიცებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო სია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებით დააკომპლექტა.

მსგავსი