„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან აქცია გამართა

15:07, 29.03.2021

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან აქცია-პერფორმანსი გამართა. აქციის მონაწილეები ადგილზე პატიმრის ფორმაში გამოწყობილები მივიდნენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, აქციის მიზანი შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლისთვის, კრისტიან დანიელსონისთვის ხმის მიწვდენა იყო. მათი თქმით, ქვეყანაში ე.წ. პოლიტიკური პატიმრები – ნიკა მელია და გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდნენ.

მსგავსი