„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მათი საარჩევნო ბანერები დააზიანეს
„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მათი საარჩევნო ბანერები დააზიანეს

„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მათი საარჩევნო ბანერები დააზიანეს.

უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიშა ბოლქვაძე აცხადებს, რომ ბანერები მიზანმიმართულად დააზიანეს. ამასთან, ის მიიჩნევს, რომ ეს „ქართული ოცნების“ ხელწერაა“.

„ხელისუფლება გვებრძვის ასეთი ბინძური მეთოდებით, ჩვენ კი, აუცილებლად ვაჩვენებთ მაღალ პოლიტიკურ კულტურას და ყოველ ასეთ ვანდალურ ფაქტს საქმის კეთებით ვუპასუხებთ.

აღნიშნული ფაქტები დაფიქსირდა სოფელ აჭარისწყალში, დოლოგანში, ჭარნალსა და ახალსოფელში“, – აცხადებს მიშა ბოლქვაძე.