„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაცია ხელისუფლებასა და მოსახლეობას კორონავირისთან დაკავშირებით ცხრაპუნქტიან გეგმას სთავაზობს
„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაცია ხელისუფლებასა და მოსახლეობას კორონავირისთან დაკავშირებით ცხრაპუნქტიან გეგმას სთავაზობს

„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაცია ხელისუფლებასა და მოსახლეობას კორონავირისთან დაკავშირებით ცხრაპუნქტიან გეგმას სთავაზობს.

ლევან ანთაძის თქმით, აღნიშნული გეგმა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინტერესების დაბალანსებას შეუწყობს ხელს.

„ქართულმა ოცნებამ“ უნდა დაამთავროს პანდემიის გამოყენება პოლიტიკური ქულების ჩასაწერად, რადგან ასეთი ყალბი მიდგომა იწვევს უნდობლობას არამარტო „ქართული ოცნების“, არამედ ეპიდღონისძიებების მიმართაც; გაუქმდეს იძულებითი კარანტინი, რადგან ეს ძვირადღირებული, კორუფციული და ნეპოტისტური რისკების შემცველი ღონისძიებება არ გამოიყენება პრაქტიკულად არცერთ ქვეყანაში; გაიზარდოს „პისიარ“ ტესტირების დღიური რაოდენობა; მომზადდეს დღევანდელი რთული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ჰოსპიტალური სექტორის რეაგირების გეგმა აჭარის რეგიონისთვის. მათ შორის პაციენტების სორტირების გეგმა დაავადების მიმდინარეობის სიმძიმის მიხედვით. აუცილებელია ბავშვთა ასაკის კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის საწოლფონდის ფორმირება აჭარაში; კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან მომუშავე მედ-პერსონალს( კოვიდ კლინიკების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ცხელების ცენტრების თანამრომლებს) დაენიშნოს ხელფასზე სახელმწიფო დანამატი; გამკაცრდეს ადმინისტრირება და ზედამხედველობა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების წესების დარღვევაზე; პირველ რიგში, უნდა გაიხსნას საზღვრები და სრულად აღდგეს საჰაერო ფრენები, კარგად მესმის, რომ ეს დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან, მაგრამ მსოფლიოში ბევრი წარმატებული მაგალითია იმისა თუ როგორ შეიძლება საზღვრების გახსნით არ მივიღოთ ეპიდსიტუაციის გაუარესება; შემოსვლა თავისუფალი უნდა იყოს იმ ადამიანებისთვის ( განურჩევლად მოქალაქეობისა,) რომლებიც ბოლო 14 დღე იმყოფებოდნენ კეთილსაიმედო ქვეყანაში. რომელი ქვეყანა მივიჩნიოთ კეთილსაიმედოდ? ამისთვის შეიძლება ვისარგებლოთ შემთხვევათა კუმულაციური ციფრით. რაც გულისხმობს კორონავირუსის გავრცელებას 100 000 მოსახლეში ბოლო 14 დღის განმავლობაში. თუ ეს ციფრი 16-ზე ნაკლებია, ქვეყანა ითვლება კორონავირუსის გავრცელების კუთხით კეთილსაიმედოდ. თუ ადამიანი მოდის არაკეთილსაიმედო ქვეყნიდან ანუ კუმულაციური ციფრი 16-ზე მეტია, მაშინ ის მიდის თვითიზოლაციაში და მე-12 დღეს იკეთებს „პისიარ“ ტესტს, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ეძლევა თავისუფალი გადაადგილების საშუალება; უნდა გაიზარდოს მოსახლეობის ჩართულობა და ინფორმირებულობა აუცილებელი და გადაუდებელი ეპიდღონისძიებების გატარებისას“, – აცხადებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“.