„ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო შესყიდვებში რუსული კომპანიების მონაწილეობის შეზღუდვას ითხოვს
„ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო შესყიდვებში რუსული კომპანიების მონაწილეობის შეზღუდვას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო შესყიდვებში რუსული კომპანიების მონაწილეობის შეზღუდვას ითხოვს. ამ მიზნით პარტიამ საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა, რომელიც 21 მარტის ბიუროს სხდომას წარედგინება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის უფლება არ ექნება, რუსეთის რეზიდენტ ფიზიკურ, იურიდიულ პირს ან რუსეთის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს.

პარტიის ცნობით, სახელმწიფო შესყიდვების eProcurement სისტემაში წლიდან წლამდე იზრდება რუსეთის ფედერაციის რეზიდენტი კომპანიების რაოდენობა, რადგან 2013 წლის მდგომარეობით, აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ 11 ერთეულს შეადგენდა, ხოლო 2020 წლის მონაცემით – 181 ერთეულს.