„ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო თემატიკაზე მომზადებულ სამუშაო ჯგუფში ჩართვას გეგმავს
„ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო თემატიკაზე მომზადებულ სამუშაო ჯგუფში ჩართვას გეგმავს

„ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო თემატიკაზე მომზადებულ სამუშაო ჯგუფში ჩართვას გეგმავს.

როგორც საქართველოს პირველ არხს ოპოზიციონერმა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განუცხადა, სამუშაო ფორმატში მონაწილეობას მიიღებენ.

„არ ვაპირებთ, ხელისუფლებას მორიგ ფარსში ბოლომდე შევყვეთ. თუ ვნახეთ, რომ არ არსებობს იმის მზაობა, რომ რეალური ცვლილებები გატარდეს, მათ შორის, ეუთო-ს რეკომენდაციების გათვალისწინებით. ასევე ყველაზე მეტად ფუნდამენტურია, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვალოს და 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე უნდა გადავიდეთ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.