„ნაციონალური მოძრაობა“ – პარტია უნდა გადავიდეს წევრების მიერ უშუალო, ჰორიზონტალურ მართვაზე

19:37, 29.06.2026

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საჭიროებს ძირეულ რეფორმასა და განახლებას. როგორც პარტიის დამფუძნებელმა და ლიდერმა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, პარტია უნდა გახდეს უფრო სახალხო, დემოკრატიული და ღია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„თანამედროვე ელექტრონული აპლიკაციის გამოყენებით, პარტია უნდა გადავიდეს წევრების მიერ უშუალო, ჰორიზონტალურ მართვაზე“, – აღნიშნულია პარტიის ინფორმაციაში.

„ნაციონალური მოძრაობის“ განმარტებით, ელექტრონული რეფორმის პრეზენტაცია 30 ივნისს, 10:30 საათზე გაიმართება.

მსგავსი