„ნაციონალური მოძრაობა“ მიმდინარე კვირის საპარლამენტო სხდომებს ბოიკოტს უცხადებს
„ნაციონალური მოძრაობა“ მიმდინარე კვირის საპარლამენტო სხდომებს ბოიკოტს უცხადებს

„ნაციონალური მოძრაობა“ მიმდინარე კვირაში პარლამენტის პლენარულ სხდომებს არ დაესწრება. მიზეზი პოლიტიკური შეხედულებების გამო გამოცხადებული ბოიკოტია. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართვა დღეს ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ გააცნო.

„ერთადერთი საორგანიზაციო საკითხია, რომელიც დაემატა გუშინდელის შემდეგ. ეს არის საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას“ მომართვა პოლიტიკური შეხედულებების გამო ბოიკოტის გამოცხადებასა და საქართველოს პარლამენტის 19-22 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე არდასწრების შესახებ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.