„ნაციონალურ მოძრაობას“ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს
„ნაციონალურ მოძრაობას“ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, უახლოეს პერიოდში გადაწყდება, რა ფორმით მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

„უახლოეს პერიოდში საბოლოოდ გადაწყდება რა სახით, რა ფორმით, რა კონფიგურაციით მივიღებთ მონაწილეობას ჩვენ, როგორც ერთი სუბიექტი – „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად. ამ წუთის მდგომარეობით, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის”,- განაცხადა ნიკა მელიამ.