ნაციონალისტები მონტენეგროში სერბი მიტროპოლიტის დანიშვნას აპროტესტებენ
ნაციონალისტები მონტენეგროში სერბი მიტროპოლიტის დანიშვნას აპროტესტებენ

ნაციონალისტები მონტენეგროში სერბი მიტროპოლიტის დანიშვნას აპროტესტებენ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მონტენეგროში, ქალაქ ცეტინეში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. დემონსტრანტები მონტენეგროში სერბეთის მართლმადიდებული ეკლესიის მიტროპოლიტის ინტრონიზაციას აპროტესტებდნენ. სერბი მიტროპოლიტის ინტრონიზაციის ცერემონია ქალაქ ცეტინეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში უნდა გაიმართოს, სადაც სერბეთის პატრიარქის, პორფირის მისვლაც იგეგმება.

რამდენიმე ათასმა ადამიანმა პოდგორიცედან ცეტინეში მიმავალ გზაზე ბარიკადები მოაწყვეს და სერბეთის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ. პოლიციას დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუწია.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა, მილო ჯუკანოვიჩმა განაცხადა, რომ თვითონაც შეუერთდება საპროტესტო აქციას. მისი თქმით, სერბეთის ეკლესია ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ზიანის მიყენებას და სერბეთისთვის დაქვემდებარებას ცდილობს.

მონტენეგროს მოსახლეობის თითქმის მესამედი საკუთარ თავს სერბებად მიიჩნევს და სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიმდევარია. ნაციონალისტური მოძრაობები კი, სერბეთის ეკლესიას ბელგრადის სასარგებლო პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებენ.