ნაჩომ ზაფხულში „რეალის“ დატოვება გადაწყვიტა - ის, 14 წელია, კლუბში თამაშობს #1TVSPORT
ნაჩო ფერნანდესმა აცნობა მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობას იმის შესახებ, რომ დატოვებს კლუბს.
ესპანური კლუბის 34 წლის კაპიტანმა ამა წლის ზაფხულში, მოქმედი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ კლუბის დატოვება გადაწყვიტა, – წერს გაზეთი Marca. ფეხბურთელმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა „რეალის“ ხელმძღვანელობას.
ნაჩო ფერნანდესი „რეალის“ აღზრდილია და ლა ლიგაში დებიუტი 2011 წელს ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით ჰქონდა. მადრიდული კლუბის შემადგენლობაში მცველმა 355 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა. „რეალის“ რიგებში ის სამჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და ხუთჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.