ნაჩო სანჩეს ამორი – საქართველოს შემთხვევაში ბევრად ადრე უნდა მიგვეღო მკაცრი გადაწყვეტილებები, ამის ნაცვლად, საჩუქრები გავეცით, ახლა ერთადერთი ქმედითი ინსტრუმენტი სანქციებია

00:01, 26.11.2026

ერთადერთი ქმედითი ინსტრუმენტი სანქციებია, თუმცა, როგორც ჩანს, საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესება მხოლოდ რუსეთთან კავშირის შემთხვევაშია შესაძლებელი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩეს ამორიმ განაცხადა ევროპარლამენტში, სადაც მიმდინარეობს დებატები რეზოლუციის პროექტზე – „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“.

როგორ აღნიშნა, საქართველოს შემთხვევაში გაცილებით ადრე უნდა მიეღოთ მკაცრი გადაწყვეტილებები.

„როგორ უნდა მოვიქცეთ საქართველოს მსგავს შემთხვევებში? გაცილებით ადრე უნდა ვიმოქმედოთ. გამაფრთხილებელი ნიშნები ბევრად ადრე დავინახეთ და მაშინვე უნდა მიგვეღო მკაცრი გადაწყვეტილებები. თუმცა, ამის ნაცვლად, საჩუქრები გავეცით და რამდენიმე თვის შემდეგ აშკარა ავტორიტარული, პრორუსული უკუსვლის მოწმენი გავხდით. ამ ეტაპზე ერთადერთი ქმედითი ინსტრუმენტი სანქციებია, თუმცა, როგორც ჩანს, საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესება მხოლოდ რუსეთთან კავშირის შემთხვევაშია შესაძლებელი. მაგრამ რას ვაკეთებთ დემოკრატიის მხარდასაჭერად? ჩვენ გვჭირდება საქართველოში ოლიგარქების წინააღმდეგ მიმართული სანქციების პაკეტი, მაშინაც კი, თუ ერთსულოვნებას ვერ მივაღწევთ“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მსგავსი