ნაჩო სანჩეს ამორი - ერთადერთი გზა, რომელიც საქართველოს არსებული პოლარიზების დაძლევის შესაძლებლობას მისცემს, არის ის, რომ პარლამენტარებმა თავიანთი ადგილები დაიკავონ
ნაჩო სანჩეს ამორი - ერთადერთი გზა, რომელიც საქართველოს არსებული პოლარიზების დაძლევის შესაძლებლობას მისცემს, არის ის, რომ პარლამენტარებმა თავიანთი ადგილები დაიკავონ

ერთადერთი გზა, რომელიც საქართველოს არსებული პოლარიზების დაძლევის შესაძლებლობას მისცემს, არის ის, რომ პარლამენტარებმა თავიანთი ადგილები დაიკავონ და საქმიანობას შეუდგნენ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩეს ამორმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ვთანამშრომლობთ, რომელიც გულისხმობს, რომ მხარი დავუჭროთ ქვეყანაში რეფომების განვითარებას და როგორც დაინტერესებულ მხარეს, გარკვეული პასუხისმგებლობები გვაკისრია საქართველოში დემოკრატიის გაღრმავების პროცესში. ჩვენ მოვითხოვეთ საქართველოსგან პროპორციულ საარჩევნო რეფორმაზე პასუხისმგებლობის აღება და შესაბამისი პასუხიც მივიღეთ. 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულებულია. ასე, რომ რთულად გასაგებია, თუ ამ პროცესებმა პარლამენტში პროგრესი რატომ არ მოიტანა. ამასთან, ჩემთვის ცნობილია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებზე შეტევა განხორციელდა, რაც სრულად პრობლემატური საკითხია. ერთადერთი გზა, რომელიც საქართველოს არსებული პოლარიზების დაძლევის შესაძლებლობას მისცემს, არის ის, რომ პარლამენტარებმა თავიანთი ადგილები დაიკავონ და საქმიანობას შეუდგნენ“, – განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორმა.