ნაჩო სანჩეს ამორი - როდესაც საქართველოს არ შესთავაზეს სტატუსი მოლდოვისა და უკრაინის მსგავსად, ეს იყო გეოპოლიტიკური შეცდომა, ამან შექმნა ლანდშაფტი მეტი პოლარიზაციისთვის
ნაჩო სანჩეს ამორი - როდესაც საქართველოს არ შესთავაზეს სტატუსი მოლდოვისა და უკრაინის მსგავსად, ეს იყო გეოპოლიტიკური შეცდომა, ამან შექმნა ლანდშაფტი მეტი პოლარიზაციისთვის

ევროპული პარლამენტი მხარს უჭერს გაფართოების პროცესს, საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ბორელი გსტუმრობდათ გასულ კვირას, რომელმაც გზავნილები ჩამოიტანა, ჩვენს გვსურს საქართველო ბორტზე. ამ მიზნით აბსოლუტურად გადამწყვეტია ერთიანობა, ერთიანობა ინსტიტუტებს შორის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩეს ამორმა განაცხადა.

ევროდეპუტატის თქმით, საქართველო თუ შეასრულებს მიცემულ დავალებას, უნდა იყოს შეთავაზება კანდიდატის სტატუსის.

„ამ ეტაპზე პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობა არ არის სასარგებლო ამ სიტუაციაში, ერთიანობა პოლიტიკურ პარტიებს, მხარეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. ჩვენ ველოდებით, როგორ არიან მზად პირობების შესრულების მხრივ და იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნები გადალახავენ ამ სირთულეებს, შეასრულებენ პირობებს, ფორმალურად მაინც უნდა იყოს შეთავაზება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის. ჩემი აზრით, შარშან, როდესაც საქართველოს არ შესთავაზეს სტატუსი მოლდოვისა და უკრაინის მსგავსად, ეს იყო გეოპოლიტიკური შეცდომა. ამან პოლარიზაციის შემცირების ნაცვლად, შექმნა ლანდშაფტი მეტი პოლარიზაციისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ადვილი არ იქნება, მაგრამ ვიცი, რომ სამოქალაქო საზოგადოება ძალიან ჩართულია ამ მიზნის მისაღწევად, ახლა პარლამენტმა, პარტიებმა უნდა სცადონ, რომ ბრიუსელს, ევროპას, წევრ ქვეყნებს შესთავაზონ ამ მიზნის გარშემო გაერთიანებული ქვეყნის სურათი“, – განაცხადა დეპუტატმა.