მზის სისტემის შიდა ნაწილში შემოსული კომეტა ნამსხვრევებად იქცა — ჰაბლმა პროცესი გადაიღო

14:03, 29.04.2020
The NASA/ESA Hubble Space Telescope has provided astronomers with the sharpest view yet of the breakup of Comet C/2019 Y4 (ATLAS). The telescope resolved roughly 30 fragments of the comet on 20 April. The comet was first discovered in December 2019 by the ATLAS (Asteroid Terrestrial-impact Last Alert System) and its fragmentation was confirmed in April 2020.

The NASA/ESA Hubble Space Telescope has provided astronomers with the sharpest view yet of the breakup of Comet C/2019 Y4 (ATLAS). The telescope resolved roughly 30 fragments of the comet on 20 April. The comet was first discovered in December 2019 by the ATLAS (Asteroid Terrestrial-impact Last Alert System) and its fragmentation was confirmed in April 2020.

კომეტა, რომელიც სულ ახლახან, გასული წლის დეკემბერში აღმოაჩინეს, უკვე აღსასრულს შეეგება. მან ვერ მიაღწია პერიფელიონს, ანუ თავის გზაზე მზესთან ყველაზე ახლოს მისვლას. ვერ გადაკვეთა დედამიწის ორბიტაც კი. კომეტა, სახელად C/2019 Y4, იგივე ATLAS-ი, უკვე მთლიანად ნამსხვრევებად არის ქცეული.

ფოტოებზე, რომლებიც ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა 20 და 23 აპრილს გადაიღო, ჩანს კომეტის 30 და 25 ნამსხვრევი, რომლებიც ერთობლივად მიემართებიან მზის სისტემის შიდა ნაწილისკენ.

„ორი დღის განმავლობაში მათი გარეგნული მხარე მნიშვნელოვნად შეიცვალა, იმდენად, რომ ამ წერტილების ერთმანეთთან დაკავშირებაც კი ჭირს. ვერ გეტყვით, რა არის ამის მიზეზი“, — ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტრონომი დევიდ ჯევიტი.

ATLAS-ის დანაწევრებამ გააქარწყლა იმედი, რომ ამ კომეტას დედამიწიდან შეუიარაღებელი თვალითაც დავინახავდით. მიუხედავად იმისა, რომ მზესთან მიახლოებისას კომეტების დაშლაში უჩვეულო არაფერია, ამ პროცესში მისი ასე დეტალურად გადაღება მართლაც იშვიათია.

მერილენდის უნივერსიტეტის ასტრონომ კანჟი იეს განცხადებით, ასეთი რამ ნამდვილად ამაღელვებელია, რადგან მსგავსი მოვლენები საყურებლადაც ძალიან სასიამოვნოა და თანაც, არც ისე ხშირად ხდება. დანაწევრებულ კომეტათა უმეტესობა ძალიან მკრთალია და დანახვაც შეუძლებელია. მისივე თქმით, ასეთი მოვლენები დაახლოებით ოც წელიწადში ერთხელ თუ ხდება.

ჰაბლმა კი შეძლო და დანაწევრებული კომეტის თითოეული ფრაგმენტი გადაიღო. დაშლამდე კომეტა დაახლოებით 200 მეტრი სიგანის იყო და მოძრაობდა ჩვენგან 145 მილიონი კილომეტრის მანძილზე.

გარდა ამისა, მისი ნამსხვრევები შეიძლება დაგვეხმაროს იმ მექანიზმის დადგენაშიც, რომელიც ყინულისა და კლდის ამ ნაგლეჯებს ამსხვრევს; ეს პროცესი ჯერ სრულად შესწავლილი არ არის.

მკვლევართა აზრით, კომეტის დამსხვრევის მიზეზია მისი შემადგენელი ყინულის სუბლიმაცია, რაც მზესთან მიახლოებისას გათბობასთან ერთად ხდება. მისგან გამოსული აირები წარმოქმნის კლასიკური კომეტის ჰალოსა და კუდს. ამავე დროს, კომეტიდან გამოსული აირები ერთგვარი ჭავლის სახით მოქმედებს და აჩქარებს კომეტის ბრუნვას.

თუკი ეს ბრუნვა ზედმეტად აჩქარდება, ცენტრისკენულმა ძალებმა შეიძლება გადააჭარბოს ბირთვის მატერიის სიმტკიცეს და დაჭიმულობის შედეგად კომეტა დაიმსხვრეს და დანაწევრდეს.

ჰაბლის შემდგომი დაკვირვებები გვეტყვის, ჰქონდა თუ არა ადგილი ამ კომეტაში ამ პროცესს“, — ამბობს ჯევიტი.

ამას გარდა, მეცნიერებს შესანიშნავი შანსი მიეცათ დანაწევრებული კომეტის შესასწავლადაც, რომელიც ჯერ ისევ მზისკენ, შიდა მიმართულებით მიდის. ამჟამად ის მარსის ორბიტას გამოსცდა მაგრამ ჯერ არ გადაუკვეთავს დედამიწის ორბიტა. ამჟამინდელი სიჩქარით, ჩვენი პლანეტის ორბიტას კომეტა ჩვენგან 115 მლნ კილომეტრის მანძილზე, 23 მაისს გადაკვეთს.

ამის შემდეგ, ის მზის მიმართულებით სვლას გააგრძელებს და 31 მაისს ჩვენს დედავარსკვლავს 37 მლნ კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდება, მერკურის ორბიტას შიგნით.

უკვე ამის შემდეგ კი, კომეტის ნაწილები ისევ მზის სისტემის შორეული მისადგომებისკენ გაემართება და გააგრძელებს მზის გარშემო 6000-წლიან ორბიტას; შესაბამისად, მის დაბრუნებას ჩვენ ვეღარ მოვესწრებით.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.

მსგავსი