მზე, ზღვა და ტურისტები – ბათუმური უქმეების ფოტოამბავი

17:03, 27.03.2018

ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად ჯერ არ გახსნილა, თუმცა უცხოელი დამსვენებლები ქალაქს დასასვენებლად უკვე სტუმრობენ.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ ტურისტს ბათუმში, უქმეებზე მზიანი ამინდი და წყნარი ზღვა დახვდა.

განსაკუთრებული ხალხმრავლობა განახლებულ ბულვარში შეინიშნებოდა, სადაც ტურისტების უმრავლესობის ყურადღებას „ალი და ნინოს“ ქანდაკება და „ანბანის კოშკი“ იქცევდა.

უცხოელი დამსვენებლების ყურადღების მიღმა არც ბათუმის პორტის მეთევზეები დარჩენილან. ფერადი გემების გარდა, ტურისტების ფოტოობიექტივში ბათუმელი მეთევზეებიც მოექცნენ.

ზურაბ ქურციკიძის ფოტორეპორტაჟი – ბათუმური უქმეები.

მსგავსი