მზადების მეორე ეტაპი დაიწყო - ქუთაისის „ტორპედო“ თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა #1TVSPORT
მზადების მეორე ეტაპი დაიწყო - ქუთაისის „ტორპედო“ თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა #1TVSPORT

დღეს, გამთენიისას ქუთაისის „ტორპედო“ თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა, სადაც მოსამზადებელი პერიოდის მეორე ეტაპს გაივლის.

კლუბის პრეს-სამსახურის ცნობით, კახა ჩხეტიანის გუნდი ქალაქ ერზურუმში 2 კვირას დაჰყოფს და თურქეთის უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდებთან 4 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 7 აგვისტოს კი განახლებული საფეხბურთო სეზონის პირველ სათასო დაპირისპირებას „ვიტ ჯორჯია 2-ის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებებია. დიდი ალბათობით, „ტორპედოში“ აღარ ითამაშებენ გიორგი პაპუნაშვილი, ირაკლი ძარია, ბაქარ მირცხულავა, ლევან არველაძე და ვასილიოს კარაგუნისი.

ნახევარმცველ მერაბ გიგაურს აზერბაიჯანულ „შამახთან“ (ყოფილი „კეშლა“) კონტრაქტი დაუსრულდა და ქუთაისის „ტორპედოში“ ჩაირიცხა – ამას გარდა, ქუთაისურ კლუბში უკვე დაიმატეს გიორგი მჭედლიშვილი, ნოდარ ქავთარაძე და ლევან გეგეჩკორი.