მზადება წლის პირველი მატჩებისთვის - ქალთა ნაკრები შვედეთს და ფინეთს შეხვდება #1TVSPORT
აპრილში საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს გამართავს – გუნდი 7 აპრილს, გორში, შვედეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს, 12 აპრილს კი, ფინეთს ესტუმრება.
გიორგი ჩხაიძის ხელმძღვანელობით გუნდი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ნაკრები დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე და ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ივარჯიშებს.
საქართველოს ნაკრები შვედეთთან და ფინეთთან დაგეგმილი მატჩებისთვის 23 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: თეონა სუხაშვილი (სივასპორი, სივასი, თურქეთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი, საქართველო), სვეტლანა გაბელაია (ნიკე, თბილისი, საქართველო)
დაცვა: ნინო სუთიძე (კვარტალი, თბილისი, საქართველო), თამარ ტატუაშვილი (ამორა, პორტუგალია), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი, საქართველო), თამარ ქველიძე (კარლსრუე, გერმანია), ნინო ჩხარტიშვილი (სივასპორი, სივასი, თურქეთი)
ნახევარდაცვა: ანასტასია ბოლქვაძე, სოფო ნარსია, მეგი გოცირიძე, ირინა ხაბურზანია (ყველა – ლანჩხუთი, საქართველო), ნინო პასიკაშვილი, გვანცა ქადაგიშვილი, ნინო ჩანგელია (სამივე – დინამო, სოხუმი, საქართველო), მეგი ეჯიბია (სივასპორი, სივასი, თურქეთი), ნათია დანელია (სოგდიანა, ჯიზახი, უზბეკეთი), ანა ჩემინავა (ფომგეთ გენჩლიკი, ანკარა, თურქეთი), ტატიანა მატვეევა (კრივბასი, კრივოი როგი, უკრაინა), გვანცა დოლიძე (კვარტალი, თბილისი, საქართველო)
თავდასხმა: ანა წულაია (კოლხეთი, ხობი, საქართველო), ლელა ჭიჭინაძე (დინამო, სოხუმი, საქართველო), ხატია ჭყონია (ლანჩხუთი, საქართველო)
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი
7 აპრილი, გორი – 20:00
საქართველო – შვედეთი
12 აპრილი, ჰელსინკი – 19:15
ფინეთი – საქართველო