მზადება ევრო ევროპის ჩემპიონატისთვის - საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ავსტრიული შეკრება დაიწყო #1TVSPORT
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ავსტრიულ შეკრებაზე პირველი ვარჯიში გამართა – ვილი სანიოლის გუნდმა ევრო 2024-ისთვის მომზადება დაიწყო.
ვარჯიშში, რომელიც გაინბერგის სტადიონზე გაიმართა, 14 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ეროვნულ ნაკრებს დანარჩენი 12 ლეგიონერი მომდევნო დღეებში შეუერთდება.
მეკარე: გიორგი ლორია.
მცვლები: გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ოთარ კაკაბაძე.
ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, გაბრიელ სიგუა, გიორგი წიტაიშვილი, ლევან შენგელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი.
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია, ბუდუ ზივზივაძე.
ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, 9 ივნისს, ჩვენი გუნდი ამხანაგურ შეხვედრას მონტენეგროს ნაკრებთან პოდგორიცაში გამართავს. ამის შემდეგ „ჯვაროსნები“ შეკრებას გერმანიაში დაასრულებენ.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს. 18 ივნისს დორტმუნდში ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 22 ივნისს ჰამბურგში საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი 26 ივნისს გელზენკირხენში პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.