მზადება ერთა ლიგის მატჩებისთვის – გოგლიჩიძეს და მიქაუტაძეს არ უვარჯიშიათ, საზონოვი და ნიკა გაგნიძე გუნდს დღეს შეუერთდებიან #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებს კიდევ ექვსი მოთამაშე შეუერთდა, მაგრამ „ჯვაროსნები“ ერთა ლიგის მატჩებისთვის თბილისში კვლავ არასრული შემადგენლობით ემზადებიან.
რამაზ სვანაძემ გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 22 ფეხბურთელი ავარჯიშა. საბა გოგლიჩიძესა და გიორგი მიქაუტაძეს არ უვარჯიშიათ. საბა საზონოვი და ნიკა გაგნიძე საწვრთნელ პროცესში ხვალიდან ჩაერთვებიან.
გიორგი ქოჩორაშვილი უნგრეთთან მატჩს ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს, ბოლო ტურის მატჩისთვის ქოჩორაშვილი მსუბუქი ტრავმის გამო ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.