მზადება 21-წლამდელებმაც დაიწყეს - სვანაძის გუნდი პორტუგალიას და თურქეთს შეხვდება #1TVSPORT
მზადება 21-წლამდელებმაც დაიწყეს - სვანაძის გუნდი პორტუგალიას და თურქეთს შეხვდება #1TVSPORT

სექტემბრის სანაკრებო პაუზაზე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს, რომლისთვისაც გუნდი უკვე შეიკრიბა.

რამაზ სვანაძის გუნდი 24 სექტემბერს, ქალაქ კუვლიანში პორტუგალიის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 27 სექტემბერს, სტამბოლში, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის ქაზიმფაშას სტადიონზე თურქეთს შეხვდება.

ამ მატჩებისთვის მოსამზადებელი საწვრთნელი პროცესი 21-წლამდე ნაკრებმა ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის აკადემიის მოედანზე დაიწყო. რამაზ სვანაძემ შემდეგი შემადგენლობა შეკრიბა:

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (შუქურა ქობულეთი)

მცველები: სანდრო კალანდაძე, საბა ხვადაგიანი (ორივე – დინამო თბილისი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), ივა გელაშვილი (სიონი ბოლნისი), დავით სამსონია (შუქურა ქობულეთი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), ლევან ხარაბაძე (პაფოსი, კვიპროსი), ბექა ხარაიშვილი (ლოკომოტივი თბილისი), მათე აბულაძე (ტორპედო ქუთაისი), საბა საზანოვი (დინამო მოსკოვი)

ნახევარმცველები: გიორგი მოისწრაფიშვილი, ლევან ოსიყმაშვილი (ორივე – დინამო თბილისი), ლუკა ხორხელი, ნიკა ხორხელი (ორივე – სიონი ბოლნისი), ნიკა გაგნიძე (უმრანიესპორი, თურქეთი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი), ოთარ ფარულავა (გაგრა)

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი), გიორგი კვერნაძე (თელავი)

U21 | მატჩების განრიგი

24 სექტემბერი

პორტუგალია – საქართველო

27 სექტემბერი

თურქეთი – საქართველო