მწერალმა ელიზაბეთ ჯინ კეროლმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ახალი სარჩელი შეიტანა
მწერალმა ელიზაბეთ ჯინ კეროლმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ახალი სარჩელი შეიტანა

მწერალი ელიზაბეთ ჯინ კეროლი, რომელმაც მანამდე აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამების საქმე მოიგო, მის წინააღმდეგ ახალ საქმეს იწყებს.

საქმე ეხება სასამართლო განაჩენის შემდეგ ტრამპის „დამამცირებელ გამონათქვამებს“. კეროლი სასამართლოში დონალდ ტრამპისთვის კომპენსაციის სახით, სულ მცირე, 10 მილიონი დოლარის დაკისრებას ითხოვს.

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ის ზედმეტად მახინჯი იყო სექსუალური ძალადობისთვის“ და აღნიშნა, რომ არასდროს შეხვედრია კეროლს.

მედიის ცნობით, სარჩელი მანჰეტენის ერთ-ერთ სასამართლოში შევიდა, თუმცა ტრამპის ადვოკატებს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი სასამართლომ მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამებისთვის დამნაშავედ ცნო, გაუპატიურების ბრალდება კი არ გაიზიარა.