მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი გაერო-ს მოუწოდებს, მინსკში სადამკვირვებლო მისია გააგზავნოს
მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი გაერო-ს მოუწოდებს, მინსკში სადამკვირვებლო მისია გააგზავნოს.
როგორც ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი ამბობს, საერთაშორისო დამკვირვებლების მიზანი უნდა იყოს „ჟურნალისტების წინააღმდეგ უფლებამოსილების გადაჭარბების შემთხვევების დაფიქსირება“. ეს განცხადება ალექსიევიჩმა საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გენერალურ მდივან კრისტოფ დელარუასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ამას გარდა, განცხადების ავტორები მოუწოდებენ ეუთო-ს ბელარუსის პრესის თავისუფლების დაცვის საკითხი ქვეყანაში არსებული კრიზისის მოგვარების დროს პრიორიტეტული საკითხი იყოს.
შეგახსენებთ, სვეტლანა ალექსიევიჩი ბელარუსის ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის ერთადერთი წევრია, რომელიც ჯერ არ დაუკავებიათ და ბელარუსის ტერიტორიაზე რჩება. 9 და 10 სექტემბერს ნობელიანტი მწერლის სახლში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროპის ქვეყნების დიპლომატიური მისიების წევრები მორიგეობდნენ. დიპლომატები ალექსიევიჩთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც მის ბინაში უცნობმა პირებმა დარეკეს.