მუსოვსკი ანგელოვსკის მიწვევას დათანხმდა - ჩრდილოეთ მაკედონია ამერიკიდან ჩამოყვანილი თავდამსხმელით შეგვიტევს
მუსოვსკი ანგელოვსკის მიწვევას დათანხმდა - ჩრდილოეთ მაკედონია ამერიკიდან ჩამოყვანილი თავდამსხმელით შეგვიტევს

„ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდს ამერიკაში მოთამაშე თავდამსხმელი დანი მუსოვსკი გააძლიერებს“, – წერს ამ ბალკანური ქვეყნის საფეხბურთო გამოცემა „ეკიპა“.

მისივე ცნობით, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებში „ლოს ანჟელეს გალაქსის“ თავდამსხმელის იმედად არიან:

მუსოვსკი საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის ფინალამდე ჩვენი გუნდის ბოლო ნამატი იქნება. მას რამდენიმე დღის წინ ნაკრების მთავარი მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი დაელაპარაკა – დაფიქრების შემდეგ, მუსოვსკი მიწვევას დათანხმდა და მზადაა, თავისი ისტორიული სამშობლოს ნაკრებში ითამაშოს“.

ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოს დაუპირისპირდება.

„იგორ ანგელოვსკი „ლოს ანჯელეს გალაქსის“ თავდამსხმელს, დენი მუსოვსკის რამდნეიმე დღის წინ ელაპარაკა. ჩვენი ცნობით, ამ საუბარმა შედეგი გამოიღო, ამერიკაში დაბადებული ფეხბურთელი მიწვევას დათანხმდა და დიდი ალბათობით, ის ჩრდილოეთ მაკედონიელებს 12 ნოემბერს დაეხმარება. 24 წლის მუსოვსკი აშშ-ში დაბადებული ჩრდილომაკედონიელია. აშშ-ის საფეხბურთო წრეებში ეს ბიჭი კარგად ახსოვთ, რადგან ათი თვის წინ „რენო 1868-ის“ მაისურით, 40 წუთში ოთხი გოლი გაიტანა. ის ამ ოთხი გოლის შემდეგაც შესანიშნავად თამაშობს. ახლა „ლოს-ანჯელეს გალაქსის“ მაისური აცვია და სულ რაღაც ერთი კვირის წინ ამერიკის ჩემპიონატში ყველაზე ფასეულ მოთამაშედ დაასახელეს, მას შემდეგ, რაც „სიეტლთან“ მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა“, – წერს გამოცემა.