მუსლიმური ქვეყნების ჯგუფი ისრაელს ღაზაში ომის დასასრულებლად დონალდ ტრამპის გეგმისთვის ძირის გამოთხრაში ადანაშაულებს
მუსლიმური ქვეყნების ჯგუფი ისრაელს ღაზაში ომის დასასრულებლად დონალდ ტრამპის გეგმისთვის ძირის გამოთხრაში ადანაშაულებს. მუსლიმური ქვეყნების ჯგუფი, მათ შორის არაბთა გაერთიანებული საამიროები და თურქეთი, გმობს ისრაელის დარღვევებს ღაზის სექტორში.
კატარი, იორდანია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ინდონეზია, პაკისტანი, თურქეთი, საუდის არაბეთი და ეგვიპტე აცხადებენ, რომ ისრაელის ქმედებები ღაზაში წარმოადგენს ისრაელის მიერ საერთაშორისო სამართლისა და ღაზას კონფლიქტის დასრულების ყოვლისმომცველი გეგმის ვალდებულებების აშკარა დარღვევას, ძირს უთხრის საერთაშორისო და რეგიონულ ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს გეგმის მეორე ფაზის განხორციელებას, განსაკუთრებით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ, რომ პალესტინურმა ფრაქციებმა მიიღეს საგზაო რუკა, მათ შორის იარაღის შეზღუდვასთან დაკავშირებული დებულებები.
მათი თქმით, ისრაელის პოლიტიკა ღაზაში „ემუქრება პოლიტიკური პროცესის ჩაშლას, ესკალაციის ციკლის ხელახლა გაღვივებას და ღაზას სექტორში ჰუმანიტარული კატასტროფის კიდევ უფრო გაღრმავებას“.
ისრაელი აცხადებს, რომ ღაზიდან თავისი ძალების გაყვანას არ დაიწყებს, ვიდრე „ჰამასის“ განიარაღების საკითხში მნიშვნელოვანი პროგრესი არ იქნება მიღწეული.