მუსლიმური და არაბული ქვეყნები ღაზაში სამხედრო ოპერაციის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვენ და პალესტინელთა წინააღმდეგ დანაშაულებზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებენ

22:28, 11.11.2023
Heads of states stand for family photo during Organisation of Islamic Cooperation (OIC) summit in Riyadh, Saudi Arabia, November, 11, 2023. Saudi Press Agency/Handout via REUTERS

Heads of states stand for family photo during Organisation of Islamic Cooperation (OIC) summit in Riyadh, Saudi Arabia, November, 11, 2023. Saudi Press Agency/Handout via REUTERS

მუსლიმური და არაბული ქვეყნები ღაზაში სამხედრო ოპერაციის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვენ და პალესტინელთა წინააღმდეგ დანაშაულებზე ისრაელს აკისრებენ პასუხისმგებლობას. ამის შესახებ ნათქვამია რიადში გამართული ისლამური და არაბული სახელმწიფოების ლიდერების სამიტის კომუნიკეში.

შეხვედრას ათობით ქვეყნის, მათ შორის ირანის, თურქეთის, კატარისა და სირიის ლიდერები ესწრებოდნენ.

როგორც საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა განაცხადა, „სამეფო გმობს და კატეგორიულად უარყოფს ბარბაროსულ ომს ჩვენი ძმების წინააღმდეგ პალესტინაში“.

„ჩვენ ვდგავართ ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე, რომელიც ადასტურებს უშიშროების საბჭოს და საერთაშორისო სამართლის მარცხს, დაასრულონ ისრაელის მიერ ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევები“, – განაცხადა პრინცმა ბინ სალმანმა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა, რომელიც ასევე მონაწილეობდა სამიტში, განაცხადა, რომ პალესტინელები „გენოციდური ომის“ წინაშე დგანან. მან აშშ-ს მოუწოდა, დაასრულოს ისრაელის „აგრესია“.

ირანის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისიმ შეაქო დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელის წინააღმდეგ ომისთვის და ისლამურ ქვეყნებს ისრაელში სურსათისა და ნავთობის ექსპორტის დაბლოკვისკენ მოუწოდა.

„ისრაელისთვის წინააღმდეგობის გაწევის გარდა, სხვა გზა არ არის, ჩვენ ვეამბორებით „ჰამასს“ ხელზე ისრაელისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო“, – ციტირებს „როიტერი“ რაისის.

მსგავსი