მუსლიმები აშურას - გლოვისა და თანაგრძნობის დღეს აღნიშნავენ
მუსლიმები აშურას - გლოვისა და თანაგრძნობის დღეს აღნიშნავენ

მუსლიმური სამყაროსთვის დღეს გლოვის დღეა.

აშურაა დღე, როდესაც მუსლიმები გლოვობენ წინასწარმეტყველი მუჰამედის შვილიშვილსა და მის თანამოაზრეებს, რომლებიც მეშვიდე საუკუნეში მოწამეობრივად აღესრულნენ.

ყველა მოქმედ მეჩეთში დღეს დილიდან სამგლოვიარო ცერემონიები გაიმართა.

წლების მანძილზე დღევანდელ დღეს მორწმუნეები თვითგვემის აქტს ასრულებდნენ, დარდის ნიშნად ჯაჭვებს იცვამდნენ, მაგრამ უკანასკნელ წლებში მორწმუნეებმა გადაწყვიტეს ამის ნაცვლად სისხლი ჩაებარებინათ.

სისხლის ჩაბარების, აქცია დღეს მარნეულში სეიდ ვაგიბ გადიმოვისა და კავკასიელ ერთა გაერთიანების ორგანიზებით მოეწყო. მეჩეთში სისხლის ჩაბარების აქცია დილიდან იმართება.