მუსიკოსმა მიხაილო თოდუამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაუდასტურა.
„მიხეილ თოდუამ, პატიმრობის შესაბამისი ვადის მოხდის შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს მიმართა და დარჩენილი მოსახდელი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით, შინაპატიმრობით შეცვლა ითხოვა.
საბჭომ განიხილა, დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და ე.წ. სამაჯურით გაუშვა“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.
მიხაილო თოდუა სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდის. ის 2013 წელს დააკავეს და 12 გრამი MDMA-ს ფლობისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.