„ლიონის“ ფორვარდმა, მუსა დემბელემ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის მატჩზე ისაუბრა, რომელშიც მისი გუნდი ტურინულ გრანდს დაუპირისპირდება.
„ამ სეზონში ჩვენს ყველაფერს იდეალურად ვერ ვაკეთებთ, – ციტირებს დემბელეს სიტყვებს უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდი. – ჩემპიონთა ლიგა გამორჩეული ტურნირია, აქ ყველაფერი სხვაგვარად არის.
ჩვენ მოტივირებულები და საკუთარ თავში დარწმუნებულები ვართ. გვეშინია „იუვენტუსისა“ და რონალდოსი? ჩვენ შიში არა გვაქვს და საკუთარი ძალა ვიცით. ჩავატარებთ თუ არა დიდებულ მატჩს, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. მე ფორვარდი ვარ და ჩემი ამოცანა გოლის გატაა.
განსაკუთრებულ წნეხს არ ვგრძნობ. ვაპირებ, ჩვეულებისამებრ ვითამაშო და გუნდს დავეხმარო.“
„ლიონი“ – „იუვენტუსის“ შეხვედრა ხვალ, 26 თებერვალს გაიმართება.