მურთაზ ხურცილავა - ვისურვებდი, დღეს საქართველოს დიდი გამარჯვება მივულოცო
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა ევრო2020-ის პლეი ოფის ფინალის შესახებ ისაუბრა. უმნიშვნელოვანესი მატჩი დღეს გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება, გამარჯვებული კი ევროპის ჩემპიონატზე ითმაშებს.
„ვიცით, რომ დღეს ხვიჩა კვარაცხელია არ ითამაშებს, მაგრამ რა ვქნათ, ეს ბიჭი ავად გახდა. ამიტომ ნაკრების მწვრთნელმა გუნდი ისე უნდა განაწყოს, რომ დღეს გუნდმა გაიმარჯვოს. ვისურვებდი, რომ დღეს საღამოს მთელ საქართველოს დიდი გამარჯვება მივულოცოთ“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ მურთაზ ხურცილავამ.
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა „დინამო-არენაზე“ 12 ნოემბერს გაიმართება. ეროვნული გუნდის ისტორიული მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 21:00 საათიდან შემოგთავაზებთ.